ფეხბურთი

22:53 | 18.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონი: “რუნი ჩემი პრობლემა აღარაა”

ჯერ კიდევ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი უეინ რუნისთან დაკავშირებულ საკითხს დევიდ მოიესის პრობლემად მიიჩნევს.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც ფერგიუსონმა პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა, რუნიმ “მანჩესტერის” დატოვების სურვილი გამოთქვა. ინგლისელ შემტევს რომ “წითელი ეშმაკებიდან” წასვლა სურს, ეს შოტლანდიელმა სპეციალისტმაც დაადასტურა.

“მოიესთან რუნის საკითხზე არ მისაუბრია. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც “მანჩესტერში” მუშაობას შეუდგება, დევიდი ამ პრობლემას მოაგვარებს.

წარმოდგენა არ მაქვს, რატომ უნდა რუნის წასვლა. ეს უკვე ჩემი პრობლემა აღარაა. მსგავს საკითხებზე პასუხისმგებლობა აღარ მეკისრება.” – აცხადებს სერ ალექს ფერგიუსონი.

0.120571