“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი არ ეთანხმება მათ, ვინც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო, ყველა ინგლისურ გუნდს აკრიტიკებს. შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, “წითელმა ეშმაკებმა” კარგად ითამაშეს და შემდეგ ეტაპზე გასვლა დაიმსახურეს.
“არ შეიძლება, ყველა ინგლისური გუნდი ერთნაირად მკაცრად გავაკრიტიკოთ. “რეალის” წინააღმდეგ ჩვენს მიერ ჩატარებული თამაშები შესანიშნავი იყო და შემდეგ ეტაპზე უნდა გავსულიყავით. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.
რამდენიმე წლის წინათ, ინგლისური გუნდები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებსა და ფინალებში რეგულარულად თამაშობდნენ, მაგრამ ყველაფერი იცვლება.” – ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს Sky Sports-ი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ვერცერთი ინგლისური გუნდი ვერ გავიდა, რაც 1996 წლის შემდეგ პირველად მოხდა.