ფეხბურთის ლეგენდა ალექს ფერგიუსონი აცხადებს, რომ მისი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნება გამორიცხულია.
ბოლო დროს, “მანჩესტერის” მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო, ევროპულ პრესაში გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ფერგიუსონი გუნდს დაუბრუნდეს.
“მწვრთნელობის გაგრძელების არანაირი ინტერესი არ მაქვს. “მანჩესტერს” დევიდ მოიესი ჰყავს. გუნდი კარგ ხელშია.
დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მოგვარდება. მოიესი კარგი მწვრთნელია. ის, ვინც ფულს ჩემს დაბრუნებაზე დებს, დანაზოგს ტყუილად კარგავს.
გადაწყვეტილება იდეალურ დროს მივიღე. ახლა, სულ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობ. მინდა დავესწრო აშშ-ს საჩოგბურთო ტურნირებს, ასევე ვინახულო ვენახები იტალიასა და საფრანგეთში.” – ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს Sky Sports-ი.