ჩოგბურთი

17:45 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფერერმა ანდერსონს სამ სეტში სძლია

 

მშვენიერ სპორტულ ფორმაში იმყოფება ესპანელი დავიდ ფერერი, რომელიც ჯერჯერობით სეტწაუგებლად აგრძელებს ასპარეზობას საფრანგეთის ღია პირველობაზე. ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე მან ძალზედ დამაჯერებლად დასძლია სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონის ბარიერი - 6:3, 6:1, 6:1 და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

მატჩი 1 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ესპანელმა 6 ბრეიკი შეასრულა, ერთი 1 ჩააწოდა და 28 "ვინერსი" მოიპოვა, მისმა მეტოქემ კი 5 ეისი წილ 2 ორმაგი და 41 უნებლიე შეცდომა დაუშვა. დღევანდელი შეხვედრა ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში რიგით მესამე გამოდგა და დავიდი წინ გახლავთ - 2:1.

როლან გაროსის მეოთხედფინალურ ეტაპზე ფერერის მოწინააღმდეგე ნიკოლას ალმაგროსა და ტომი რობრედოს ესპანურ დუელში გამარჯვებული იქნება.

0.119278