“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და ის “რეალთან” სათამაშოდ მზადაა.
პრემიერლიგის გასულ ტურში, “ნორვიჩის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ფერდინანდმა გრიპის გამო ვერ ითამაშა. დღეს, 34 წლის ფეხბურთელმა ჩვეულად ივარჯიშა და “რეალთან” თამაშის წინ, ის ალექს ფერგიუსონის განკარგულებაშია.
ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა ჯონი ევანსმა, მაგრამ სავარაუდოდ, ის ხვალინდელი თამაშისთვის მზადყოფნაში იქნება.