ფეხბურთი

17:36 | 26.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფელიპე სანტანა: “ლევანდოვსკი რონალდუს დონეზე თამაშობს”

გერმანული “დორტმუნდის” ბრაზილიელი მცველი ფელიპე სანტანა მის გუნდსა და “რეალს” შორის გასამართი მატჩის გმირს, რობერტ ლევანდოვსკის აქებს და აცხადებს, რომ პოლონელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუზე დონეზე თამაშობს.

“ლევანდოვსკი უპრობლემოდ ითამაშებდა, მაგალითად, “ბარსელონაში”. ის შესანიშნავად თამაშობს ორივე ფეხით, ასევე არ თაკილობს დაცვითი ფუნქციების შესრულებას.

ვფიქრობ, რობერტი კრიშტიანუ რონალდუს დონეზე თამაშობს. მან მთელს მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია.” – აცხადებს ფელიპე სანტანა, რომლის თქმითაც, “ბარსელონასა” და “რეალს” “ბაიერნთან” და “დორტმუნდთან” არსებული ჩამორჩენის აღმოფხვრა ხელეწიფებათ – “ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, რომელშიც თამაშობს მესი და ესპანეთის ნაკრების ნახევარი. მათ ყველაფერი შეუძლიათ. რაც შეეხება ჩვენს მოწინააღმდეგეს – შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ კონცენტრაციის დაკარგვა არ შეიძლება. “რეალი” სუპერგუნდია.”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111998