ფეხბურთი

16:38 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფელიპე ანდერსონი 5 წლით გარომაელდა

ბრაზილიური “სანტოსიდან” იტალიურ “ლაციოში” ნახევარმცველ ფელიპე ანდერსონის ტრანსფერი დაახლოებით 8 მილიონ ევროს შეადგენს. უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 20 წლის ფეხბურთელმა აპენინელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ფინანსურ დეტალებზე ოფიციალურად არავინ საუბრობს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarket კი ფელიპე ანდერსონს 6 მილიონ ევროდ აფასებს.

“ლაციომ” სერია A-ს გასული სეზონი მეშვიდე ადგილით დაასრულა, 38 მატჩში ჩატარებული 61 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115402