ფეხბურთი

20:42 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინის "ჩელსი" ხიბლავს

ლივერპულის “ევერტონის” ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ განაცხადა, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს და ამ მიზნის მისაღწევად, ლონდონის “ჩელსიში” გადასასვლელად მზადაა. 

“დიახ, “ჩელსის” ვარიანტით დაინტერესებული ვარ. ეს ნორმალურია, რადგან ჩემპიონთა ლიგაში არასდროს მითამაშია. “ევერტონში” ყოფნა მომწონს, ეს ჩემი სახლია, მაგრამ მინდა ნაბიჯი წინ გადავდგა. “ევერტონმა” ჩემს სანაცვლოდ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა და ამაზე ნაკლებად ჩემი გაყიდვა არ სურს. თუკი რომელიმე კლუბს ჩემი შეძენა უნდა, “ევერტონის” პირობებს უნდა დათანხმდეს”, - განაცხადა ბელგიელმა ბრიტანელ ჟურნალისტებთან საუბრისას. 
შეგახსენებთ, რომ “ჩელსი” ფელაინისადმი ინტერესს ზაფხულიდან იჩენს.
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121401