ფეხბურთი

15:40 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფეიქრიშვილი “ატირაუს” დატოვებს

 

“ატირაუს” ნახევარმცველი გიორგი ფეიქრიშვილი სეზონის დასრულების შემდეგ გუნდა დატოვებს და ყაზახეთის პრემიერლიგაში ვეღარ ითამაშებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sports.kz-ი იუწყება.

31 წლის ნახევარმცველმა ყაზახეთის მოქალაქეობა დაჩქარებული წესით ვერ მიიღო. ლეგიონერის სტატუსით კი, ის პრემიერლიგაში ვერ ითამაშებს, რადგან 30 წელს გადააბიჯა. მიმდინარე სეზონში მან “ატირაუში” 7 მატჩი ჩაატარა. 

ყაზახეთის ჩემპიონატის დასრულების მერე, ფეიქრიშვილი კარიერის გაგრძელებას საქართველოში გეგმავს.

0.114313