ჩოგბურთი

9:02 | 31.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ლონდონი პარიზში გაინაღდა

პარიზის “მასტერზ1000”-ის მეორე წრეში როჯერ ფედერერმა სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს 6:4, 6:4 მოუგო, ტურნირის მესამე ეტაპზე გავიდა და ლონდონის წლის შემაჯამებელ შეჯიბრებაზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. საფრანგეთის დედაქალაქში შვეიცარიელის მომდევნო მეტოქე გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი იქნება.

ფედერერი ზედიზედ 12-ედ ითამაშებს სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე. როჯერმა 2003, 2004, 2006, 2007, 2010 და 2011 წლებში მოახერხა ამ შეჯიბრებზე გამარჯვება, სულ კი შემაჯამებელი ტურნირის 42 მატჩში 9 მოგება იზეიმა.

წლის შემაჯამებელ ტურნირზე ყველაზე მეტჯერ, 14-ჯერ ანდრე აგასიმ იასპარეზა, ფედერერი კი 12 მონაწილეობით ივან ლენდლს დაეწევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118521