ჩოგბურთი

20:09 | 18.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ლონდონი გაინაღდა

 

ცინცინატის ტურნირის მოგების შედეგად როჯერ ფედერერი ზედიზედ მეცამეტედ გავიდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე. ეს შეჯიბრება დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში 9-16 ნოემბერს ჩატარდება. ადრე სეზონის შემაჯამებელ შეჯიბრებაზე თამაშის უფლება ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფა ნადალმა მოიხვეჭეს.

33 წლის ფედერერმა ლეგენდარული ივან ლენდლის მიღწევა გააუმჯობესა - ჩეხი ჩოგბურთელი მიჯრით 12 წლის განმავლობაში (1980-91) გამოდიოდა წლის შემაჯამებელ ტურნირზე.

სამაგიეროდ ლენდლი ფედერერს მოგებული ტურნირების რაოდენობით უსწრებს. ივანის ანგარიშზე 94 გამარჯვებაა, ცინცინატიში მოგებით კი როჯერმა 80-ე შეჯიბრებაზე იმარჯვა. “ღია ეპოქაში” ყველაზე მეტი, 109 ტურნირი ამერიკელ ჯიმი კონორსს მოუგია.

0.112517