როჯერ ფედერერმა ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის B ჯგუფის მეორე მატჩში 27 წლის ფრანგ რიშარ გასკეს 6:4, 6:3 მოუგო და ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა. ფედერერის მომდევნო მეტოქე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროა.
32 წლის როჯერმა რეიტინგსიის მეცხრე ნომერ გასკეს ძლევას საათი და 21 წუთი მოანდომა. ფედერერმა 4 ბრეიკი, 6 ეისი შეასრულა და რიშართან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 11:2 გახადა.
გასკეს რაც შეეხება, მან ლონდონში მეორე მარცხი იწვნია და ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგა.
შეგახსენებთ, ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის საპრიზო ფონდი 6 მილიონი დოლარია.