ჩოგბურთი

0:12 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა გაასამა

 უიმბლდონსა და ჰამბურგის ტურნირზე წარუმატებელ გამოსვლას როჯერ ფედერერმა სამშობლოში, გშტაადში მარცხიც მიაყოლა. მეორე წრეში 31 წლის ფედერერი რეიტინგსიის 55-ე ნომერ გერმანელ დანიელ ბრანდსთან 3:6, 4:6 დამარცხდა.

შეხვედრა საათსა და 5 წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც 26 წლის ალემანმა 2 ბრეიკი და 11 ეისი შეასრულა. ფედერერს რაც შეეხება, სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორმა ბრანდსთან დაპირისპირებისას ვერც ერთი ბრეიკი ვერ შეასრულა და მეტოქეს ურთიერთშეხვედრებისას ანგარიშის გაყაიმების საშუალება მისცა 1:1.

გშტაადის შეჯიბრების მეოთხედფინალში ბრანდსი რუმინელ ვიქტორ ჰანესკუს შეხვდება. 

0.11751