ჩოგბურთი

10:31 | 29.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის საიუბილეო მოგება

 მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში უიმბლდონის შვიდგზის ჩემპიონმა (2003, 2004, 2005, 2006, 2006, 2009, 2012) ჩემპიონმა, სადღეისოდ რეიტინგსიის მეოთხე ნომერმა როჯერ ფედერერმა მიმდინარე შეჯიბრების მესამე წრეში კოლუმბიელი სანტიაგო ხირალდო 6:3, 6:1, 6:3 დაამარცხა და ამ სადიდსლემო ტურნირზე თავისთვის საიუბილეო, 70-ე მოგება იზეიმა.

სამხრეთამერიკელთან პაექრობის დასრულების შემდეგ 32 წლის შვეიცარიელმა საკუთარი განწყობა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: “საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ. გასულ წელს უიმბლდონზე მეორე წრეში დავმარცხდი. ტურნირის პირველი კვირა კარგად ჩავამთავრე, იმედია, სტაბილურად ასპარეზობას განვაგრძობ. მთავარი ისაა, რომ თავს კარგად ვგრძნობ. ბალახის საფარიან კორტზე სწრაფი მოქმედებაა საჭირო და ბურთის გათამაშების გაწელვა არასასურველია”.

0.118091