ჩოგბურთი

22:14 | 9.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის მეთერთმეტე ნახევარფინალი

 ლონდონში მიმდინარე Barclays ATP World Tour Finals-ის ტურნირზე ნახევარფინალისტები გაირკვნენ. შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს 4:6, 7:6, 7:5 მოუგო და კარიერის განმავლობაში მეთერთმეტედ გავიდა წლის შემაჯამებელი შეჯიბრების ნახევარფინალში. ფედერერმა დღეს 44-ე მოგება იზეიმა ამ ტურნირებში (შვეიცარიელი ერთადერთხელ, 2008-ში ვერ გავიდა ნახევარფინალში) და გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის მოსაპოვებლად რეიტინგსიის ლიდერს რაფა ნადალს შეხვდება.

დღევანდელ დაპირისპირებაში დელ პოტრომ პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო, მეორე პარტიაში ტაიბრეიკით ფედერერმა იმარჯვა, მესამეში ხუან მარტინი 3:0 დაწინაურდა, მაგრამ როჯერმა გარდატეხა მოახდინა და ნახევარფინალის საგზურს დაეუფლა. მატჩი 2 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა. ფედერერმა 10 ეისი შეასრულა და დელ პოტროსთან პირად შეხვედრებში საგრძნობი უპირატესობა აქვს – 15:5.

ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე ნახევარფინალში კიდევ ერთი შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.

შეგახსენებთ, Barclays ATP World Tour Finals-ის საპრიზო ფონდი 6 მილიონი დოლარია, შარშანდელი გათამაშების ფინალში კი ნოვაკ ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერს 7:6, 7:5 სძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117385