ჩოგბურთი

19:58 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის დამაჯერებელი, ჯოკოვიჩის იოლი...

 სადღეისოდ მსოფლიო რეიტინგსიის მეოთხე ნომერმა როჯერ ფედერერმა მონტე კარლოს Monte-Carlo Rolex Masters-ის მეოთხედფინალში 28 წლის ჩეხის ლუკაშ როსოლის 6:4, 6:1 დამარცხრების შედეგად გააღწია. 32 წლის შვეიცარიელი დასალეთსლავის წინააღმდეგობის დასაძლევად საათში “ჩაეტია” (პაექრობა 57 წუთს გაგრძელდა). მეოთხედფინალში ფედერერი აფროფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება.

როსოლთან მატჩის მსვლელობისას როჯერმა 4 ბრეიკი და 6 ეისი შეასრულა, მასთან პირადი პაექრობების ანგარიში კი 2:0 გახადა. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ მონტე კარლოს შეჯიბრების მერვედფინალში ცონგამ იტალიელი ფაბიო ფონინის მოუგო.

კლასიფიკაციაში მეორე პოზიციაზე მყოფმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უშანსოდ დატოვა 22 წლის ესპანელი პაბლო კარენიო-ბუსტა 6:0, 6:1. “ნოლე” პირველად შეხვდა პაბლოს და 47 წუთში მოახერხა მასთან “ურთიერთობის გარკვევა”.

მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი კიდევ ერთ ესპანელს გილერმო გარსია-ლოპესს შეხვდება. ამ უკანასკნელმა მოულოდნელად ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილ ჩეხ ტომაშ ბერდიხს 4:6, 6:3, 6:1 სძლია.

0.113149