ჩოგბურთი

15:45 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ტიტულის დაცვას იწყებს

სამპრასი: “როჯერს თამაშში კორექტივების შეტანა არ სჭირდება”

ხვალიდან ცინცინატის “მასტერზ1000” იწყება და შარშანდელი ტიტულის დაცვას როჯერ ფედერერი მეორე წრიდან შეუდგება. შვეიცარიელის მეტოქეს მარდი ფიშისა და ფილიპ კოლშრაიბერის შეხვედრა გამოავლენს. მთლიანობაში ფედერერს ცინცინატის ტურნირი ხუთჯერ აქვს მოგებული (2005, 2007, 2009, 2010, 2012) და ამ მხრივ ამ გათამაშების რეკორდსმენია.

“სადიდსლემო ტურნირების წინ კარგად ვთამაშობ და ამჯერადაც თავს მშვენივრად ვგრძნობ. აქ, როგორც წესი, მეტად გულღიად მხვდებიან, შეჯიბრებას ყოველთვის მაღალ დონეზეა ორგანიზებული, მაყურებელს კი თამაშის ნებისმიერი ნიუანსი კარგად ესმის. ბოლო თვეების განმავლობაში ზურგის ტკივილი მაწუხებდა, ახლა მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა, ბევრს ვვარჯიშობდი და ბრძოლისთვის მზად ვარ”, - ამბობს ფედერერი და დასძენს: “ჩემი ცხოვრების უმთავრეს პრიორიტეტად კვლავინდებურად ჩოგბურთი რჩება, მთლიანად ასპარეზობასა და თამაშზე ვარ ორიენტირებული და სხვა თემები ნაკლებად მაინტერესებს”.

ამასობაში როჯერ ფედერერზე საკუთარი თვალსაზრისი დიდი სლემის ტურნირების 14-გზის ტრიუმფატორმა პიტ სამპრასმაც გამოხატა. ამერიკელის აზრით, როჯერმა ნაკლებად უნდა იფიქროს ბოლოდროინდელ წარუმატებლობებზე და მომავალ ბატალიებზე მოახდინოს კონცენტრაცია. “ყველაფრის მიუხედავად, ფედერერი მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდაა და მას არც თამაშში სჭირდება კორექტივების შეტანა”, - დასძენს სამპრასი.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113434