ჩოგბურთი

13:35 | 8.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი სეპით იწყებს და ნადალით აღფრთოვანებულია

სადიდსლემო ტურნირების სარეკორდოდ, 17-ჯერ მომგები როჯერ ფედერერი შანხაიშია, სადაც “მასტერზ1000”-ის ტურნირში მეორე წრედან ჩაერთვება. ჩინეთის ყველაზე დიდი ქალაქის შეჯიბრებაზე შვეიცარიელის პირველი მეტოქე იტალიელი ანდრეას სეპი იქნება. 29 წლის აპენინელმა საწყის სტადიაზე ვეტერან ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტს 6:4, 6:2 მოუგო.

ამასობაში 32 წლის როჯერმა მიმდინარე სეზონში რაფა ნადალის გამოსვლით აღტაცება ვერ დამალა: “რაფა ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ჯერ კიდევ გასულ წელს ამბობდნენ, რომ ნადალი კორტს ვეღარ დაუბრუნდებოდა, წლეულს კი იგი არა მარტო აქტიურ ჩოგბურთს დაუბრუნდა, რეიტინგსიის პირველ პოზიციამდეც დაწინაურდა. გულწრფელად მიხარია რაფას წარმატება, მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ და სამომავლოდაც წარმატებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116669