ჩოგბურთი

20:23 | 14.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი რომს დაემშვიდობა

 მსოფლიო რეიტინგსიის მეოთხე ნომერი როჯერ ფედერერი რომის “მასტერზ1000”-ს თავის პირველივე მატჩში, მეორე ეტაპის შეხვედრიდან დაემშვიდობა. 32 წლის შვეიცარიელს ფრანგმა ჟერემი შარდმა 1:6, 6:3, 7:6 მოუგო. მატჩი 2 საათსა და 6 წუთს გაგრძელდა, 27 წლის შარდის მომდევნო მოწინააღმდეგე კი ხორვატი ივან დოდიგი იქნება.

“დღეს ორივეს თამაშისას პრობლემები გვქონდა. საბოლოოდ გამარჯვებულის ვინაობა რამდენიმე გათამაშებამ გადაწყვიტა. ჟერემიმ საჩუქარი გამიკეთა, როდესაც ორმაგი შეცდომა დაუშვა და მატჩ-ბოლი გამოვიმუშავე. ეს მომენტი ვერ გამოვიყენე, ამასთან დღეს პირველ ბურთს ცუდად ვაწოდებდი. შარდი მედგრად იბრძოდა და მოგებისკენ მიმავალ გზას მიაგნო”, - განაცხადა ფედერერმა შარდისთან მარცხის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126764