როჯერ ფედერერი უიმბლდონის ტურნირისთვის მზადებას გერმანიის ქალაქ ჰალეში გადის. შვეიცარიელი აღმოსავლეთგერმანული ქალაქის საჩოგბურთო შეჯიბრების მეოთხედფინალში რეიტინგსიის 166-ე ადგილზე მყოფ გერმანელი სედრიკ-მარსელ შტებეს 6:3, 6:3 დამარცხების შემდეგ გავიდა.
როჯერმა (იგი ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი) 4 ბრეიკი და 3 ეისი განახორციელა და მეოთხედფინალში გერმანიის სახელით მოასპარეზე კიდევ ერთ ჩოგბურთელს, მიშა ზვერევს შეხვდება.
ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალშია გასული ფრანგი გაელ მონფისიც. დღეს კი მან განაცხადა, რომ უიმბლდონზე პირადი სახის გარემოების გამო არ ითამაშებს. ეს ცნობა საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციამ გაავრცელა.