ჩოგბურთი

20:17 | 12.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ჰალეში ტიტულის დაცვას შეუდგა

სადღეისოდ მსოფლიო რეიტინგსიის მეოთხე ნომერმა როჯერ ფედერერმა აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ჰალეს ტურნირის პირველ წრეში პორტუგალიელ ჟოაუ სოუზას 6:7, 6:4, 6:2 მოუგო. კლასიფიკაციაში 47-ე პოზიციაზე მყოფი პირენელის ძლევას 32 წლის შვეიცარიელმა საათი და 50 წუთი მოანდომა.

ფედერერმა სოუზას წინააღმდეგ თამაშისას 11 ეისი შეასრულა და კარიერის განმავლობაში მასთან პირველ დაპირისპირებაში მოიგო. როჯერის მომდევნო მეტოქე 30 წლის ტაივანელი ლიუ იენ-სუნია, რომელმაც 7:6, 7:6 35 წლის ხორვატ ივო კარლოვიჩს მოუგო.

შეგახსენებთ, როჯერ ფედერერს ჰალეს საჩოგბურთო შეჯიბრება 6-ჯერ (2003, 2004, 2005, 2006, 2008, 2013) წლებში მოუგია, 2010 და 2012 წლებში კი ფინალში დამარცხდა.

0.109603