ჩოგბურთი

19:04 | 15.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი ჰალეს ჩემპიონია

 როჯერ ფედერერს უიმბლდონი შვიდჯერ მოუგია და დღეს მეშვიდედ ჰალეს ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. აღმოსავლეთგერმანული ქალაქის წლევანდელი საჩოგბურთო შეჯიბრების საპრიზო თანხა 711010 ევრო გახლდათ, ფინალში კი 32 წლის შვეიცარიელმა კოლუმბიელ ალეხანდრო ფალიას 7:6, 7:6 მოუგო.

რეიტინგსიის მეოთხე ნომერმა ფედერერმა კლასიფიკაციაში 69-ე ადგილზე მყოფ 30 წლის კოლუმბიელს 2 ტაიბრეიკით, საათნახევარში სძლია. როჯერის აქტივში 5 ეისია, ფალიასთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში კი შვეიცარიელმა 7:0 გახადა.

ჰალეში გაჩემპიონების შედეგად ფედერერმა საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 79-ე ტურნირი მოიგო, საპრიზო თანხის სახით 128860 ევრო და 250 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა. 

0.118355