ჩოგბურთი

18:18 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი გულბისს შეხვდება

 დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხე წრეში რუსი დმიტრი ტურსუნოვის ოთხსეტიან მატჩში დამარცხების შემდეგ გავიდა 7:5, 6:7, 6:2, 6:4. 32 წლის შვეიცარიელს აღმოსავლეთსლავის წინააღმდეგობის დასაძლევად 3 საათი და 6 წუთი დასჭირდა. მერვედფინალში ფედერერი 25 წლის ლატვიელ ერნესტს გულბისს შეხვდება.

ტურსუნოვთან შეხვედრაში ფედერერმა 15 ეისი შეასრულა და პირად შეხვედრებში მასთან ანგარიში 5:0 გახადა.

თავის მხრივ რეიტინგსიის მეჩვიდმეტე ნომერმა გულბისმა 35 წლის ჩეხ ვეტერან რადეკ შტეპანეკს 6:3, 6:2, 7:5 მოუგო და 2008 წლიდან მოყოლებული პირველად გავიდა სადიდსლემო შეჯიბრების მეოთხე წრეში. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11562