აშშ-ის ღია პირველობაზე მეორე ნომრად განთესილი როჯერ ფედერერი მერვედფინალში 28 წლის ესპანელი მარსელ გრანოლიერსის ოთხსეტიან მატჩში 4:6, 6:1, 6:1, 6:1 დამარცხების შემდეგ გავიდა. 33 წლის შვეიცარიელმა რეიტინგში 28-ე ადგილზე მყოფი პირენელის ძლევას 2 საათი მოანდომა.
მესამე წრის შეხვედრის მსვლელობისას ფედერერმა 9 ბრეიკი და 13 ეისი შეასრულა. საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში როჯერი მესამედ შეხვდა გრანოლიერსს და მესამედაც შეძლო მისი წინააღმდეგობის დაძლევა. აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში ფედერერი კიდევ ერთ ესპანელს, ამჯერად რობერტო ბაუტისტა-აგუტს შეხვდება.
“გრანოლიერსი კარგად თამაშობდა. მე კი მთელი ძალით იძულებითი შესვენების შემდეგ (მატჩი წვიმისა და ჭექა-ქუხილის გამო შეწყდა) ავთამაშდი. თავს კარგად ვგრძნობ, კორტზე სწრაფად ვმოძრაობ და შემოქმედებითი მხარითაც კმაყოფილი ვარ”, - როჯერი ნიუ იორკში კიდევ ერთი სადიდსლემო ტურნირის მოგების რეალური კანდიდატია.