ჩოგბურთი

11:34 | 22.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი-ჯოკოვიჩი – ნახევარფინალში შეხვედრამდე

 მაიამის “მასტერზ1000”-ის მამაკაცთა ტურნირის საასპარეზო ბადე ისეა შედგენილი, რომ როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთმანეთს ნახევარფინალში შეხვდებიან. საამისოდ, ცხადია, მათ მეოთხედფინალის ჩათვლით ყველა შეხვედრა უნდა მოიგონ. შვეიცარიელმა და სერბმა ერთმანეთის შესახვედრად პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს.

მაიამის “მასტერზ1000”-ის 2005 და 2006 წლების გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა მეორე წრეში ხორვატ ივო კარლოვიჩს 6:4, 7:6 სძლია და 2014 წელს 20-ე მატჩის მოგება იზეიმა. შეხვედრა საათსა და 14 წუთს გაგრძელდა, 32 წლის ბაზელელმა 7 ეისი შეასრულა, პირველი მოწოდებიდან სიზუსტის პროცენტი კი 75 ჰქონდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მესამე წრისკენ მიმავალ გზაზე ფრანგი ჟერემი შარდი ჩამოიცილა. საათნახევრიანი პაექრობა სერბმა 6:4, 6:3 მოიგო. “ნოლეს” მომდევნო ოპონენტი გერმანელი ფლორიან მაიერია.

ფედერერისა და ჯოკოვიჩისგან განსხვავებით, სამსეტიანი მატჩის ჩატარება მოუწია ენდი მარეის. შოტლანდიელმა პირველი პარტია ავსტრალიელ მეთიუ ებდენთან 3:6 დათმო, მაგრამ მომდევნო სეტებში უპრობლემოდ იმარჯვა 6:0, 6:1 და მესამე წრეში გავიდა.

იოლად მოიგო რეიტინგსიის მეოთხე ნომერმა დავიდ ფერერმა. ესპანელს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია რუსეთის სახელით მოასპარეზე თეიმურაზ გაბაშვილმა და 4:6, 0:6 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111247