ფეხბურთი

20:53 | 25.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერალურმა პროკურატურამ ტავეკიოს ბრალდება მოუხსნა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, კარლო ტავეკიოს ფედერალურმა პროკურატურამ რასიზმის ბრალდება მოუხსნა.

მიმდინარე წლის 25 ივლისს, ტავეკიომ შემდეგი განცხადება გააკეთა: “ინგლისელები დიდ ყურადღებას უთმობენ იმას, თუ რომელი უცხოელი ფეხბურთელი ითამაშებს მათ ჩემპიონატში. ჩვენთან კი ჩამოდიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ცოტა ხნის წინათ ჯერ კიდევ ბანანით იკვევებებოდნენ და “ლაციოს” ლიდერებად გვევლინებიან.” ამ განცხადებიდან რამდენიმე კვირაში ტავეკიო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, მაგრამ მის წინააღმდეგ საქმე ფედერალურმა პროკურორმა და UEFA-მ აღძრეს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ფედერალურმა პროკურორმა, სტეფანო პალაციმ საქმის მასალები შეისწავლა და გადაწყვიტა, რომ ტავეკიოსთვის დისციპლინარული სახდელის დაკისრება არ ღირს. თუმცა, UEFA-ს საქმე ჯერ არ დაუხურავს.

0.125349