საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აგრძელებს ქართულ საკალათბურთო საზოგადოებასთან შეხვედრებს. პირველი შეხვედრა 4 ოქტომბერს, ვეტერან კალათბურთელებთან გაიმართა, მორიგი კი 11 ოქტომბერს, მოქმედ და ვეტერან მსაჯებთან, კომისრებთან და მსაჯ-მდივნებთან შედგება. დღეს დადგინდა შეხვედრის დრო და ადგილი: სასტუმრო “რედისონი”, 11 ოქტომბერი, 16:00 საათი. ფედერაციის გამგეობა მოუწოდებს ყველა მოქმედ თუ ყოფილს მსაჯს, კომისარს და მსაჯ-მდივანს, დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას, რომელიც მასმედიისთვის ღია იქნება.
www.gbf.ge