ფეხბურთი

19:43 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფე “შტუტგარტში” დაბრუნდა

გერმანულმა “შტუტგარტმა” გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჰუბ სტევენსის შემცვლელი უკვე მოძებნა. ჰოლანდიელი სპეციალისტის ნაცვლად “შვაბებს” 53 წლის არმინ ფე უთავკაცებს.

ჰუბ სტევენსმა “შტუტგარტი” 10 მაისს, ორთვიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. მის შესაძლო შემცვლელებად ტომას ტუხელი და არმინ ფე სახელდებოდნენ. საბოლოოდ, კლუბის ხელმძღვანელობამ არჩევანი ფეზე შეაჩერა, რომელიც “შტუტგარტს” აქამდეც, 2006-08 წლებში წვრთნიდა და ძალიან წარმატებითაც – 2007 წელს მან გუნდს გერმანიის ჩემპიონატი მოაგებინა.

0.112464