ფეხბურთი

14:12 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო კვლავ უქმობს

 

“მონაკოს” ტრავმირებული ვარსკვლავი რადამელ ფალკაო აღდგენით პროცესს განაგრძობს და როდის დაუბრუნდება მოედანს, უცნობია. ამის შესახებ Goal.com-ი იუწყება.

ბარძაყის ტრავმის გამო, კოლუმბიელმა “ნანტთან” მატჩი გამოტოვა და იყო ვარაუდი, რომ თავდამსხმელი თავის გუნდს უახლოეს მატჩშივე დაუბრუნდებოდა. ექიმთა პროგნოზი არ გამართლდა – ფალკაოს ტკივილები კვლავ აწუხებს და ვერ ვარჯიშობს.

უახლოეს პერიოდში, სამხრეთამერიკელს კიდევ ერთი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და გამოჯანმრთელების ვადებიც ცნობილი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127462