თამაშგარე

11:18 | 28.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაო და მშვენიერი ანჯელიკა

მადრიდის “ატლეტიკოს” კოლუმბიელი ფეხბურთელი, რადამელ ფალკაო მექალთანეობის ისეთ “მწვერვალებს” შეეპოტინა, თუ მადრიდელთა ბომბარდირმა ქალთა გულების მონადირება ამ ტემპებით გააგრძელა, შესაძლებლია მრავლისმნახველი იტალიელი კრისტიან ვიერიც კი უკან ჩამოიტოვოს. ფალკაო ცხვირსახოცივით არამხოლოდ საყვარლებს, ცოლებსაც იცვლის და ჟურნალისტებს უკვე თავგზა აქვთ არეული და ვერ გაურკვევიათ, ფალკაოსათვის ვინ ცოლი იყო და ვინ საყვარელი...
რადამელ ფალკაოს ამჟამინდელი სარეცელის “მესაიდუმლე” და გულისსწორია, ულამაზესი კოლუმბიელი მოდელი, ანჟელიკა კამაჩო. რომლის გულის მონადირებაც ლამით მთელს კოლუმბიას აქვს ოცნებად ქცეული. იმის მიუხედავად, რომ რადამელის სპორტული კარიერა ესპანეთს უკავშირდება, ანჟელიკა კი კოლუმბიაში მოღვაწეობს, წყვილი მაინც ხშირად ახერხებს ერთმანეთთან შეხვედრას და არც ფოტოკამერების წინ ერთად პოზიორობას ერიდებიან.
ანჟელიკა კამაჩოც, რადამელ ფალკაოსი არ იყოს, არასოდეს ყოფილა საკუთარი თავის შემზღუდველი ადამიანი და გულისსწორები მასაც ბლომად ჰყავს გამოცვლილი. ეს უკვე ის შემთხვევაა, როდესაც ფსონის დადებაც კი ღირს იმაზე, თუ რამდენი ხანი შეძლებენ ერთად თანაცხოვრებას ცნობილი მექალთანე და კაცთმოყვარე მოდელი.  
 

0.120669