ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ “
ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე ზუსტად 27:00 წუთი გაატარა, ქულების უმეტესობა კი საჯარიმოს ხაზიდან დააგროვა. ზაზამ 10-დან 8 საჯარიმო და 5-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, 10 ქულას კი 9 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 2 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა.
ქართველმა კალათბურთელმა 2 შეცდომა დაუშვა, ერთხელ დაუფარეს და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ინდიანელთა ძირითადმა ცენტრმა როი ჰიბერტმა 34:02 წუთში თამაშიდან 9-დან ერთადერთი ტყორცნა გამოიყენა და 4 ქულას და 6 მოხსნას დასჯერდა.
სამაგიეროდ, გაილაღეს “პეისერზის” ფორვარდებმა პოლ ჯორჯმა და დავიდ ვესტმა, რომელთაც, შესაბამისად, 32 და 30 ქულა მიითვალეს და სტუმართა გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდეს. მილუოკელთა რიგებში 30 ქულის ჩაგდება ბრენდონ ნაიტმა მოახერხა.
“ბაქსს” 10 მოოგების წილ 45 მარცხი მოუგროვდა და მთელს ლიგაში უარესი მაჩვენებელი გააჩნია. ფაჩულიას კლუბი მომდევნო მატჩს 25 თებერვლის დილას ფილადელფიაში “სევენთი სექსერსთან” ჩაატარებს.