კალათბურთი

15:06 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას არყოფნაში “მილუოკიმ” 33-ე მარცხი განიცადა

ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, რომლის მოედანზე დაბრუნებაც იანვრის დასაწყისში იგეგმებოდა, ჯერაც სარეაბილიტაციო პერიოდს გადის, მის არყოფნაში კი, “მილუოკი ბაქსი” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მყარ აუტსაიდერად რჩება.

მილუოკელები მორიგ შეხვედრაში სან ანტონოს ესტუმრნენ და “სპურზთან” უკვე პირველი მეოთხედის შემდეგ 13 ქულით აგებდნენ, საბოლოოდ კი, 82:110 დამარცხდნენ. ეს, “ბაქსისთვის” მიმდინარე სეზონში 33-ე წარუმატებლობა გახლდათ (მხოლოდ 7 მოგების ფონზე) და გუნდი როგორც – საკუთარ დივიზიონში, ასევე კონფერენციაში ბოლო ადგილზე იმყოფება.

გასულ მატჩში სტუმართაგან საუკეთესო ბრენდონ რაიტი იყო 21 ქულით, ჯონ ჰენსონმა ორმაგი დუბლი (10 ქულა, 11 მოხსნა) მიითვალა, ხოლო ლარი სანდერსი, რომელიც ფაჩულიას არყოფნაში სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე მყარად დამკვიდრდა, 20:36 წუთში 10 ქულას და 7 მოხსნას გამორჩა.

ტეხასური კლუბის რიგებში 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 7 (!) კალათბურთელი ასცდა, რომელთაგან უბერებელი ტიმ დანკანის გარჯაა გამოსარჩევი. მან მოედანზე 27:45 წუთი დაჰყო და დაბლ-დაბლს გამორჩა – 11 ქულა, 13 მოხსნა.

ცნობისთვის, “ბაქსთან” შეხვედრაში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია ფრანგ გამთამაშებელ ტონი პარკერს, იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა ევროპაში საუკეთესო კალათბურთელად აღიარა.

გასულ შემოდგომაზე პარკერის წინამძღოლობით, საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი პირველად მოიგო, “სან ანტონიომ” კი ნბა-ს ფინალში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ტონი აღნიშნული პრემიის ლაურეატი უკვე გახლდათ 2007 წელს, ხოლო შარშან დეკემბერში იგი საფრანგეთის წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

 

სან ანტონიო – მილუოკი 110:82 (29:16, 24:22, 31:22, 26:22)

სან ანტონიო: ბელინელი (14 ქ.), ჯოზეფი (12 ქ.), ლენარდი (11 ქ.), დანკანი (11 ქ. 13 მ.), დიაო (4 ქ.); მილსი (20 ქ. 7 პ.), აირესი (13 ქ. 6 მ.), დე კოლო (13 ქ.), ბეინსი (9 ქ.), ტომასი (2 ქ. 9 მ.), ჯინობილი (1 ქ. 7 პ.).

მილუოკი: ნაიტი (21 ქ.), ადეტოკოუმბო (11 ქ.), სანდერსი (10 ქ. 7 მ.), რიდნური (2 ქ.), ილიასოვა (2 ქ.); ჰენსონი (10 ქ. 11 მ.), უოლტერსი (9 ქ.), მიდლტონი (8 ქ.), იუდო (4 ქ.), ნილი (3 ქ.), რადულიცა (2 ქ.), მაიო.

 

ტორონტო – ლეიკერსი 106:112 (36:29, 22:25, 23:28, 25:30)

ტორონტო: დეროზანი (23 ქ. 7 პ.), ლოური (21 ქ. 9 პ.), ჯონსონი (13 ქ.), როსი (10 ქ.), ვალანჩიუნასი (4 ქ. 7 მ.); პატერსონი (17 ქ. 7 მ.), ვასკესი (11 ქ. 8 პ.), ჰეიესი (7 ქ.), სტოუნი.

ლეიკერსი: გასოლი (22 ქ. 9 მ.), კელი (17 ქ.), მიკსი (11 ქ.), მარშალი (10 ქ. 11 პ.), ჯონსონი (8 ქ.); იანგი (29 ქ.), ჰარისი (7 ქ.), ჰილი (6 ქ.), საკრე (2 ქ.).

 

ორლანდო – ბოსტონი 93:91 (18:26, 35:20, 13:18, 27:27)

ორლანდო: აფლალო (20 ქ. 13 მ. 6 პ.), ჰარისი (18 ქ. 7 მ.), დევისი (17 ქ. 7 მ.), ნელსონი (16 ქ. 10 პ.), ოლადიპო (9 ქ.); ო’ქუინი (10 ქ. 9 მ.), მური (3 ქ.).

ბოსტონი: გრინი (22 ქ.), ბრედლი (18 ქ.), ჰამფრისი (18 ქ. 12 მ.), სალინჯერი (8 ქ. 8 მ.), რონდო (6 ქ.); ოლინიკი (9 ქ.), ბეილესი (4 ქ.), ბასი (4 ქ.), პრესი (2 ქ.), უოლესი.

 

ოკლაჰომა სიტი – საკრამენტო 108:93 (28:30, 29:22, 32:22, 19:19)

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (30 ქ. 9 პ.), იბაკა (20 ქ.), ჯეკსონი (16 ქ.), სეფოლოშა (10 ქ.), პერკინსი (7 ქ.); ლემბი (10 ქ.), კოლისონი (10 ქ. 7 მ.), ფიშერი (4 ქ.), ჯონსი (1 ქ.), აივი, რობერსონი, ადამსი (7 მ.), ტაბიტი.

საკრამენტო: ტომასი (38 ქ. 6 პ.), კაზინსი (16 ქ. 14 მ.), ტომპსონი (11 ქ. 10 მ.), გეი (6 ქ.), ტორნტონი: მაკლემორი (9 ქ.), ლენდრი (6 ქ.), უილიამსი (5 ქ.), გრეი (2 ქ.), ფრედეტი, ეისი.

 

ფინიქსი – დენვერი 117:103 (34:25, 28:31, 22:23, 33:24)

ფინიქსი: ფრაი (30 ქ.), დრაგიჩი (15 ქ. 6 პ.), გრინი (9 ქ.), ტაკერი (6 ქ. 9 მ.), პლამლი (2 ქ.); მარკიფ მორისი (16 ქ.), ბარბოზა (13 ქ.), მარკუს მორისი (10 ქ.), ლენი (9 ქ.), სმიტი (7 ქ. 7 მ.).

დენვერი: ლოუსონი (17 ქ. 14 პ.), ფურნიე (17 ქ.), ჩენდლერი (17 ქ. 8 მ.), ჰიკსონი (14 ქ. 13 მ.), ფარიდი (3 ქ.); რენდოლფი (19 ქ.), რობინსონი (9 ქ.), მოზგოვი (7 ქ.), მილერი.

აღმოსავლეთ კონფერენცია

1. ინდიანა 39 31 1 0 7 3826:3439 0.821
2. მაიამი 40 27 2 2 9 4160:3928 0.725
3. ატლანტა 39 17 3 1 18 3965:3930 0.513
4. ტორონტო 39 19 1 3 16 3855:3759 0.513
5. ვაშინგტონი 39 17 2 4 16 3833:3868 0.487
6. ჩიკაგო 39 18 1 2 18 3611:3607 0.487
7. დეტროიტი 40 17 0 3 20 3974:4105 0.425
8. ბრუკლინი 38 14 2 2 20 3689:3835 0.421
9. შარლოტი 42 15 2 2 23 3942:4069 0.405
10. კლივლენდი 40 11 4 2 23 3867:4080 0.375
11. ნიუ იორკი 40 13 2 1 24 3811:3959 0.375
12. ბოსტონი 42 14      0      0      28      3997:4147      0.333
13. ფილადელფია      40      9 4 1 26 4051:4400 0.325
14. ორლანდო 41 11 0 4 26 3938:4179 0.268
15.    მილუოკი 40 6 1 5 28 3655:4023 0.175


დასავლეთ კონფერენცია

1. სან ანტონიო 41 31 1 0 9 4295:3959 0.780
2. პორტლენდი 40 28 3 0 9 4382:4116 0.775
3. ოკლაჰომა სიტი 41 29 2 0 10 4319:4021 0.756
4. კლიპერსი 42 26 2 1 13 4436:4205 0.667
5. ჰიუსტონი 42 26 1 1 14 4415:4275 0.643
6. გოლდენ სტეიტი      42      25      1      2      14      4362:4173      0.619
7. ფინიქსი 40 23 0 2 15 4157:4049 0.575
8. დალასი 42 24 0 1 17 4369:4309 0.571
9. მემფისი 39 18 2 1 18 3742:3767 0.513
10. დენვერი 40 20 0 0 20 4133:4111 0.500
11. მინესოტა 40 18 1 1 20 4255:4067 0.475
12.    ლეიკერსი 41 16 0 0 25 4125:4340 0.390
13. ნიუ ორლეანი 39 13 2 0 24 3938:4015 0.385
14. საკრამენტო 39 12 2 1 24 3956:4050 0.359
15. იუტა 42 13 1 1 27 3966:4239 0.333
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115227