კალათბურთი

15:33 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 6 ქულა “ტორონტოსთან”

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” ნბა-ს მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო მატჩი ჩაატარა და “ტორონტო რეპტორზთან” თამაში 90:97 დათმო. გასული შეხვედრებისგან განსხვავებით, კანადური გუნდის წინააღმდეგ ლარი დრიუმ ქართველი ცენტრი არცთუ დიდხანს დატვირთა.

ფაჩულიამ მოედანზე 14:23 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

მილუოკელთაგან 16 ქულით, 6 მოხსნით და 8 პასით საუკეთესო ო ჯეი მაიო იყო, “ტორონტოს” ლიდერმა რუდი გეიმ კი ორმაგი დუბლი მიითვალა – 18 ქულა, 15 მოხსნა. “ბაქსს” მომდევნო მატჩი 7 ნოემბრის დილას ელის, როდესაც შინ “კლივლენდ კავალიერსს” დაუხვდება. 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108427