კალათბურთი

14:16 | 21.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ ისევ სასტარტოში ითამაშა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია “დენვერ ნაგითსთანაც” სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, თუმცა, გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. “მილუოკი ბაქსმა” 90:101 წააგო და კვლავაც ლიგის გამოკვეთილ აუტსაიდერად რჩება.

ფაჩულიამ მოედანზე 23:41 წუთი გაატარა და მასპინძლებს 5 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 4 შეცდომა დაუშვა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

მილუოკელთა მხრიდან ათქულიან ზღვარს ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა გადააბიჯა, საუკეთესო კი თურქი ფორვარდი ერსან ილიასოვა გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა – 14 ქულა, 11 მოხსნა.

დენვერელებს 26 ქულით კენეტ ფარიდმა ულიდერა, რენდი ფოიმ კი გუნდს დაბლ-დაბლი შეაწია – 12 ქულა, 10 პასი.  გამოსარჩევია რუსი ტიმოფეი მოზგოვის გარჯაც, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 14 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.

“ბაქსს” 10 მოგება და 44 მარცხი მოუგროვდა და როგორც ცენტრალურ დივიზიონში, ასევე მთელს აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე რჩება. მილუოკელები მომდევნო მატჩში, 23 თებერვალს, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ “ინდიანა პეისერზს” დაუხვდებიან, ხვალ დილით კი თორნიკე შენგელიას “ჩიკაგო ბულსი” ხსენებულ “დენვერს” უმასპინძლებს.

დღის ცენტრალურ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსის “მაიამი ჰითმა” კევინ დიურანტის “ოკლაჰომა სიტი სანდერს” სტუმრად 103:81 სძლია და ფლორიდაში განცდილი მარცხისთვის დამაჯერებელი რევანში აიღო.

ნბა-ს უმთავრეს ვარსკვლავთა დაპირისპირებაში უფრო დამაჯერებლად “მეფე ჯეიმსი” გამოიყურებოდა. სხვა საქმეა, რომ დასკვნით მეოთხედში ჯეიმსს სახეში სერჟ იბაკას ხელი მოხვდა, ცხვირიდან სისხლი წასკდა და მოედნის დატოვება მოუხდა...

 

მილუოკი – დენვერი 90:101 (22:31, 20:19, 25:28, 23:23)

მილუოკი: ბატლერი (17 ქ.), ილიასოვა (14 ქ. 11 მ.), უოლტერსი (12 ქ.), მიდლტონი (6 ქ.), ფაჩულია (5 ქ.); ჰენსონი (12 ქ. 7 მ.), მაიო (11 ქ.), ანტეტოკოუნმპო (11 ქ.), რადულიცა (2 ქ.).

დენვერი: ფარიდი (26 ქ.), ჩენდლერი (15 ქ.), ჰიკსონი (14 ქ. 10 მ.), ფოი (12 ქ. 10 პ.), რენდოლფი (8 ქ.); მოზგოვი (14 ქ. 9 მ.), ფურნიე (7 ქ.), არტური (5 ქ.).

 

ოკლაჰომა სიტი – მაიამი 81:103 (17:34, 30:20, 18:22, 16:27)

ოკლაჰომა სიტი: დიურანტი (28 ქ. 8 მ.), უესტბრუკი (16 ქ.), იბაკა (14 ქ. 8 მ.), სეფოლოშა (2 ქ.), პერკინსი; ჯეკსონი (9 ქ.), ჯონსი (8 ქ.), ფიშერი (2 ქ.), ლემბი (2 ქ.), რობერსონი, კოლისონი, ადამასი.

მაიამი: ჯეიმსი (33 ქ. 7 მ.), უეიდი (24 ქ. 7 მ. 10 პ.), ბოში (24 ქ. 8 მ.). ჩალმერსი (9 ქ.), ბატიე (2 ქ.); ალენი (6 ქ.), კოული (5 ქ.), ანდერსონი (8 მ.).

 

გოლდენ სტეიტი – ჰიუსტონი 102:99 ოტ. (20:24, 27:19, 24:24, 18:22, 13:10)

გოლდენ სტეიტი: ლი (28 ქ. 14 მ.), კარი (25 ქ. 6 პ.), ტომპსონი (12 ქ.), იგუდალა (11 ქ. 8 მ. 7 პ.), ო’ნილი (2 ქ. 10 მ.); კროუფორდი (12 ქ.), ბარნსი (5 ქ.), გრინი (4 ქ.), ბლეიკი (3 ქ.), სპეიტსი. 

ჰიუსტონი: ჰარდენი (39 ქ.), პარსონსი (21 ქ. 8 მ.), ჰოვარდი (11 ქ. 21 მ. 4 დ.), ჯონსი (3 ქ.), ბევერლი (2 ქ.); ლინი (9 ქ.), აშიკი (6 ქ.), მოტეიუნასი (5 ქ.), კასპი (3 ქ.).

0.142752