ფეხბურთი

21:54 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასმა ტრავმა მოირჩინა

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა მტკივანი ფეხი მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

ფაბრეგასმა ტრავმა წინასასეზონო მზადების ბოლო მატჩში, მალაიზიის ნაკრების წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც, ის ესპანეთსა და ეკვადორს შორის გასამართ ამხანაგურ დაპირისპირებას დააკლდება.

“ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დღეს, ფაბრეგასმა გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად ივარჯიშა. სავარჯიშო მოედანზე ვიხილეთ პედროც, რომელიც ასევე ტრავმირებული იყო. ივარაუდება, რომ ორივე ფეხბურთელი 18 აგვისტოს “ლევანტესთან” გასამართი მატჩისთვის მზად იქნება, ისევე, როგორც ლიონელ მესი. ეს უკანასკნელი, ჯერჯერობით, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

0.115533