ფეხბურთი

18:46 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასის საკითხი გაურკვეველია

 “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა კატალონური “ბარსელონადან” ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასის შესაძლო შეძენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მანჩესტერელებმა კატალონელებს 26 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილით უკვე ორჯერ მიმართეს, ორივეჯერ უარი მიიღეს და ჯერ არ იციან გაამზადებენ თუ არა მესამე წინადადებას.

“ჯერ ვერ გეტყვით, გავამზადებთ თუ არა ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებით მესამე წინადადებას. ჯერ კარგად უნდა შევაფასოთ შექმნილი სიტუაცია და მერე გადავწყვეტთ როგორ მოვიქცეთ. ჩვენ ესპანელის გარეშეც კარგი გუნდი გვყავს. ნუ დავივიწყებთ, როგორი ხარისხიანი შემადგენლობა გვყავს. ეჭვგარეშეა, გაძლიერება კიდევ გვჭირდება და ვიმედოვნებ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ამას მოვახერხებთ” - განაცხადა მოიესმა.

პირველი ორი წინადადების უარყოფის შემდეგ, კლუბის გამოცემის თანახმად, მანჩესტერელები “ბარსელონას” ფაბრეგასის სანაცვლოდ 41 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127664