“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი ფაბიო და სილვა “ოლდ ტრაფორდიდან” აბარგებას არ გამორიცხავს. 23 წლის ბრაზილიელი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის და გარემოს გამოცვლაზეც ამიტომ ფიქრობს.
“მიმაჩნია, რომ ცვლილებების დრო მოვიდა. შესაძლოა, “მანჩესტერი” ზამთარშივე დავტოვო. არაა გამორიცხული, ეს ზაფხულის სატრანსფერო სეზონში მოხდეს. ვფიქრობ, წასვლა ნამდვილად ღირს. წინ არცთუ ურიგო პერსპექტივები მაქვს.
სადღეისოდ, ახალი კლუბის ძიებაში ვარ. მინდა, ბევრი ვითამაშო, თავი ბედნიერად ვიგრძნო და ჩემს ოჯახთანაც ახლოს ვიყო. შესაძლოა, ბრაზილიაში დავბრუნდე. აგენტთან ერთად, საუკეთესო ვარიანტს ავარჩევ.
“ფლუმინენსე” ძალიან მიყვარს, რადგან ამ კლუბის ღირსებას 7 წლის განმავლობაში ვიცავდი. შესაძლოა, სწორედ იქ დავბრუნდე”, - განუცხადა ფაბიომ Sky Sports-ს.