23 ივნისს, თბილისის დროით 14:00 საათზე შვეიცარიულ ნიონში დაიწყება 2014/2015 წლების სეზონის ევროტურნირების I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა. როგორც იცით, თბილისის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციოდან დაიწყებს, ევროპის ლიგაზე კი I საკვალიფიკაციოდან დაიწყებენ ბოლნისის “სიონი” და საჩხერის “ჩიხურა”, ხოლო “ზესტაფონი” I ეტაპზე თავისუფალი იქნება და II ეტაპიდან ჩაერთვება.
ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე: I ეტაპზე უეფას კოეფიციენტებით 6 უსუსტესი ქვეყნის კლუბები ითამაშებენ, საიდანაც 3 გუნდი გადავა II ეტაპზე. იქ უკვე 34 კლუბი მოგროვდება და “დინამო” განუთესავთა შორის იქნება. II ეტაპის მატჩები 15/16 ივლისსა და 22/23 ივლისს გაიმართება და ხვალ შევიტყობთ, ვინ იქნება მიხალ ბილეკის გუნდის მეტოქე. აქვე, პოტენციური მეტოქეები:
სტიაუა(რუმინეთი), ბატე (ბელარუსი), სელტიკი (შოტლანდია), სპარტა (ჩეხეთი), დინამო (ზაგრები, ხორვატია), ლუდოგორეცი (ბულგარეთი), მაკაბი (თელ-ავივი, ისრაელი), შერიფი (მოლდოვა), მარიბორი (სლოვენია), ლეგია (პოლონეთი), დებრეცენი (უნგრეთი), პარტიზანი (სერბეთი), სლოვანი (სლოვაკეთი), აქტობე (ყაზახეთი), ვენტსპილსი (ლატვია), ყარაბაღი (აზერბაიჯანი), ჰიკ (ფინეთი).
ხვალვე, წილისყრის დაწყებამდე დაახლოებით საათნახევრით ადრე, როგორც ხდება, ჯგუფებად დაიყოფიან გუნდები, ანუ 17 სავარაუდო მეტოქიდან 5 დარჩება. როგორც წესი, ამას წილისყრის პროცედურის გასაიოლებლად აკეთებენ და გათვალისწინებულია რეგიონული პრინციპიც. ეს ხდება როგორც ჩემპიონთა ლიგის, ასევე ევროპის ლიგის წილისყრისასაც.
თუ “დინამო” II ეტაპს გადალახავს, III საკვალიფიკაციოზე რომც გავარდეს, ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს და იქ მხოლოდ ერთი ეტაპის გავლა იქნება საჭირო ჯგუფში მოსახვედრად. ხოლო თუ ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციოსაც გადალახავს, უკვე ფლეი-ოფში ითამაშებს: თუ ფლეი-ოფს გაივლის, ჯგუფში მოხვდება, ხოლო თუ გავარდება, ავტომატურად ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა. მოკლედ, მთავარი მაინც ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციოში მოგებაა – ჯერ ამაზე ვიფიქროთ.
რაც შეეხება ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციოს, მატჩები 3 და 10 ივლისს გაიმართება, ხოლო II საკვალიფიკაციოსი – 17 და 24 ივლისს. წილისყრა ხვალვე, I ეტაპისა 15:00 საათზე, II ეტაპისა კი 16:30 საათზე იქნება.
I ეტაპზე 78 გუნდი ითამაშებს, ანუ 39 წყვილი იქნება. “ჩიხურა” განთესილთა შორისაა, ხოლო “სიონი” – განუთესავებში. აქვე, განთესილი და განუთესავი კლუბების სია:
განთესილი 39: რუსენბორგი, ტრომსიო (ორივე - ნორვეგია), ლიტექსი (ბულგარეთი), ეკრანასი (ლიტვა), ჰაფნარფიორდური (ისლანდია), გიოტებორგი (შვედეთი), ჟელეზნიჩარი (ბოსნია), შახტიორი (ყარაღანდა, ყაზახეთი), სპარტაკი (ტრნავა, სლოვაკეთი), დიფერდენჟი (ლუქსემბურგი), რნკ სპლიტი (ხორვატია), ლინფილდი (ჩრდ.ირლანდია), ინტერი (ბაქო, აზერბაიჯანი), პიუნიკი (სომხეთი), აბერდინი (შოტლანდია), შიროკი ბრიგი (ბოსნია), ბოტევი (ბულგარეთი), ჰონკა (ფინეთი), სლიგო როვერსი (ირლანდია), ბირკირკარა (მალტა), ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია), ვადუცი (ლიხტენშტაინი), კოპერი (სლოვენია), ბანგორ სიტი (უელსი), ბრომაპოიკარნა (შვედეთი), ზიმბრუ (მოლდოვა), მიუპა (ფინეთი), ჰაუგესუნდი (ნორვეგია), ნიმე კალიუ (ესტონეთი), ჩუკარიკჩი (სერბეთი), ფერენცვაროში (უნგრეთი), დაუგავა (დაუგავპილსი, ლატვია), ჟენესი (ლუქსემბურგი), რუდარი (სლოვენია), კუკესი (ალბანეთი), მეტალურგი (სკოპიე, მაკედონია), დერი სიტი (ირლანდია), ჩიხურა (საქართველო), ფლამურტარი (ალბანეთი).
განუთესავი 39: ტირასპოლი (მოლდოვა), დიოშდიორი (უნგრეტი), შკიენდია (ალბანეთი), ფოლა ეში (ლუქსემბურგი), კრუზეიდერსი (ჩრდ.ირლანდია), სენ ჟულია (ანდორა), შირაქი (სომხეთი), ვერისი (მოლდოვა), გაბალა (აზერბაიჯანი), მიკა (სომხეთი), სიონი (საქართველო), ჰიბერნიანსი, სლიემა (ორივე – მალტა), ჩელიკი (ჩერნოგორია), ასტანა (ყაზახეთი), ფრამი (ისლანდია), იელგავა (ლატვია), ვიკინგური (ფარერები), ქაირათი (ყაზახეთი), ლაჩი (ალბანეთი), ტურნოვო (მაკედონია), დანდალკი (ირლანდია), ტპს (ფინეთი), სტიარნანი (ისლანდია), ბანგა (ლიტვა), დაუგავა (რიგა, ლატვია), ლოვჩენი (ჩერნოგორია), ბ-36 (ფარერები), სანტა კოლომა (ანდორა), კალევი (ესტონეთი), ატლანტასი (ლიტვა), ფულგაფიორდური (ფარერები), აირბასი (უელსი), გლენავონი (ჩრდ. ირლანდია), ლიბერტასი (სან მარინო), აბერისტუიტ თაუნი (უელსი), სანტოსი (ტარტუ, ესტონეთი), ფოლგორე (სან მარინო), კოლეჯ ევროპა (გიბრალტარი).
შენიშვნა: ერთი ქვეყნის გუნდები ერთმანეთს არ შეხვდებიან.
II ეტაპიდან 41 გუნდი ჩაერთვება (მათ შორის, “ზესტაფონი”) და მათ დაემატება I საკვალიფიკაციოდან გადასული 39. ანუ, სულ 80 კლუბი:
აქვე, ის 41 კლუბი, რომელიც პირდაპირ II ეტაპიდან ჩაერთვება. კოეფიციენტების მიხედვით: სპარტაკი (მოსკოვი, რუსეთი), ჰაპოელი (თელ-ავივი, ისრაელი), კლუჟი (რუმინეთი), ლეხი (პოლონეთი), ლიბერეცი (ჩეხეთი), ბურსასპორი (თურქეთი), ესვიერგი (დანია), ზულტე-ვარეგემი (ბელგია), ელფსბორგი (შვედეთი), ომონია (კვიპროსი), ჰაიდუკი (ხორვატია), მიოლდე (ნორვეგია), ლიუცერნი (შვეიცარია), ცსკა (სოფია, ბულგარეთი), რიეკა (ხორვატია), გრონინგენი (ჰოლანდია), ასტერასი (საბერძნეთი), მოზერველი (შოტლანდია), ზორია (უკრაინა), ბოლესლავი (ჩეხეთი), აიკ (შვედეთი), ნეფთჩი (აზერბაიჯანი), პეტროლული (რუმინეთი), ვოივოდინა (სერბეთი), დინამო (მინსკი, ბელარუსი), გრიოდიგი, სენტ პოლტენი (ორივე – ავსტრია), ზესტაფონი (საქართველო), რუხი (პოლონეთი), ჰაპოელი (ბეერ-შევა, ისრაელი), შახტიორი (სოლიგორსკი, ბელარუსი), დიორი (უნგრეთი), სენტ-ჯონსტონი (შოტლანდია), ზავიშა (პოლონეთი), ნემანი (ბელარუსი), კოშიცე (სლოვაკეთი), იაგოდინა (სერბეთი), ტრენჩინი (სლოვაკეთი), გორიცა (სლოვენია), როვანიემი (ფინეთი).
“ზესტაფონი” II ეტაპზე აუცილებლად განთესილი იქნება და აი, რატომ: რეიტინგით, 29-ე ადგილზეა II ეტაპზე მყოფ გუნდებს შორის, ხოლო I ეტაპზე მყოფი გუნდებიდან მხოლოდ 4 არის ისეთი, რომლებიც ზესტაფონელებს რეიტინგით უსწრებენ. სულ კი, II ეტაპზე 40 წყვილი იქნება და გია გეგუჩაძის გუნდი რეიტინგით 40-ეულს ქვემოთ ვერანაირად ვერ დაიწევს.
ასე რომ, ზესტაფონელთა სავარაუდო მეტოქეებს შორის არიან: სპარტაკი ტრნავა, დიფერდენჟი, რნკ სპლიტი, დიორი, სენტ-ჯონსტონი, ლინფილდი, ინტერი ბაქო, პიუნიკი, აბერდინი, შიროკი ბრიგი, ბოტევი, ჰონკა, სლიგო როვერსი, ზავიშა, ნემანი, ბირკირკარა, კოშიცე, ბუდუჩნოსტი, ვადუცი, იაგოდინა, კოპერი, ბანგორ სიტი, ბრომაპოიკარნა, ტრენჩინი, გორიცა, ზიმბრუ, მიუპა, გაუგესუნდი, ნიმე კალიუ, ჩუკარიკჩი, ფერენცვაროში, დაუგავა დაუგავპილსი, ჟენესი, რუდარი, კუკესი, მეტალურგი სკოპიე, ფლამურტარი, ტირასპოლი, როვანიემი.
შეგახსენებთ, ევროპის ლიგაზე ჯგუფში მოსახვედრად “ზესტაფონს” 3 ეტაპის გავლა დასჭირდება, ხოლო “სიონსა” და “ჩიხურას” – 4.
და აქვე, ქართული კლუბების შედეგები გასულ ევროსეზონზე:
“დინამო”
ჩლ. II საკვალიფიკაციო. სტეიმური (ფარერები) 6:1, 3:1
ჩლ. III საკვალიფიკაციო. სტიაუა (რუმინეთი) 0:2, 1:1
ელ. ფლეი-ოფი. ტოტენჰემი (ინგლისი) 0:5, 0:3
“დილა”
ელ. II საკვალიფიკაციო. ოლბორგი (დანია) 3:0, 0:0
ელ. III საკვალიფიკაციო. ჰაიდუკი (ხორვატია) 1:0, 1:0
ელ. ფლეი-ოფი. რაპიდი (ავსტრია) 0:1, 0:3
“ჩიხურა”
ელ. I საკვალიფიკაციო. ვადუცი (ლიხტენშტაინი) 0:0, 1:1
ელ. II საკვალიფიკაციო. თუნი (შვეიცარია) 0:2, 1:3
“ტორპედო”
ელ. I საკვალიფიკაციო. ჟილინა (სლოვაკეთი) 0:3, 3:3.