ფეხბურთი

20:57 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროპული პრესა: ვილანოვა “ბარსელონას” დღეს დატოვებს

 

ერთდროულად რამდენიმე ევროპული სპორტული გამოცემის ცნობით, დღეს, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა გუნდს დატოვებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 20 საათსა და 30 წუთზე, “ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა პრესკონფერენციას გამართავენ. თითქმის ყველა ევროპოლი სპორტული გამოცემა იუწყება, რომ ამ პრესკონფერენციაზე ვილანოვას გუნდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება. მიზეზი 44 წლის სპეციალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. როგორც იცით, გასულ სეზონში, ყელის სიმსივნის გამო, მას მკურნალობის რამდენიმე კურსი ჩაუტარდა, მაგრამ როგორც ირკვევა, ამან შედეგი არ გამოიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ვილანოვას დროებითი შემცვლელი “ჟირონას” ყოფილი დამრიგებელი რუბი იქნება, რომელიც ამჟამად “ბარსას” სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. სანამ რუბი კატალონიელებს უთავკაცებს, კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს მოძებნის.

0.117806