ფეხბურთი

16:14 | 4.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროპოლმა 380 “ჩაწყობილი” თამაში გამოავლინა

ევროკავშირის პოლიციის სამსახურმა – ევროპოლმა - ჰააგაში, თავის შტაბ-ბინაში დიდი პრესკონფერენცია გამართა, რომელიც ფეხბურთში გარიგებული თამაშების პრობლემებს შეეხო.
ევროპოლოს გამოძიების მონაცემებით, რომელიც წელიწადნახევარი გაგრძელდა, ბოლო პერიოდში 380 “ჩაწყობილი” მატჩი გაიმართა, რომელთა შესახებ 420-მა ფეხბურთელმა და 15 ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა იცოდნენ.
აღსანიშნავია, რომ გარიგებული თამაშების ჩამონათვალში ჩემპიონთა ლიგის ორი შეხვედრა, ასევე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლებში გამართული მატჩები მოხვდა. ევროპოლის ხელმძღვანელის, რობ უეინრაიტის თქმით, მატჩები ასეთ დონეზეც “ეწყობა” და მათი რაოდენობა სავარაუდოზე მეტი აღმოჩნდა.
ევროპოლის მონაცემებით, გარიგებული მატჩებიდან უკანონოდ მიღებული თანხების ბრუნვამ 16 მილიონი ევრო შეადგინა.
 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.072062