ფეხბურთი

3:22 | 13.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროპისლიგელთა ბედიც გადაწყვეტილია

უეფას ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტური დასრულდა და პლეი ოფში გასული კლუბების ვინაობაც ცნობილი გახდა. ტურნირზე ასპარეზობას აგრძელებენ: „ვალენსია“, „სუონსი“, „ლუდოგორეცი“, „ჩერნომორეცი“, „ზალცბურგი“, „ესბიერგი“, „რუბინი“, „მარიბორი“, „ფიორენტინა“, „დნიპრო“, „აინტრახტი“, „მაკაბი“ (თელ ავივი), „გენკი“, „დინამო“ (კიევი), „სევილია“, „სლოვანი“, „ლიონი“, „ბეტისი“, „ტრაბზონსფორი“, „ლაციო“, „ტოტენჰემი“, „ანჟი“, „ალკმაარი“ და პაოკ–ი.

„ვალენსიასთვის“ „ყუბანთან“ მატჩს სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, მაგრამ ესპანელები მოედანზე მაინც მოსაგებად გავიდნენ. 67–ე წუთზე, ევერ ბანეგას გენიალური გადაცემის წყალობით, პაკო ალკასერი მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავისი შანსი გამოიყენა. „ღამურებმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს – გოლი გაუშვეს და ფრეს დასჯერდნენ.

„ფრაიბურგმა“ „სევილიას“ უმასპინძლა და მატჩი უქულოდ დაასრულა. ანდალუსიელებმა გერმანელებს თითო ტაიმში თითო ბურთი გაუტანეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. „ჩერნომორეცი“ პსვ–ს ეწვია და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, რისი წყალობითაც, პლეი ოფის საგზურსაც დაეუფლა. უკრაინელებს მიზნის მისაღწევად მინიმალური ანგარიშით მოგება ეყოთ.

რომის „ლაციო“ თურქულ „ტრაბზონსფორს“ დაუხვდა და უგოლოდ გაეყარა. საგოლე მომენტები ორივე გუნდს საკმარისად ჰქონდა, მაგრამ იტალიელებმა და თურქებმა ერთმანეთის კარს გასაღები ვერაფრით მოარგეს.

უხვგოლიანი გამოდგა ლონდონის „ტოტენჰემისა“ და მახაჩყალის „ანჟის“ დაპირისპირება. „უაით ჰართ ლეინზე“ გაიბრწყინა ინგლისელთა ახალწვეულმა რობერტო სოლდადომ, რომელმაც მახაჩყალელებს ჰეთ–თრიქი შეუსრულა, მისმა გუნდმა კი, 4:1 იმარჯვა.

 

ვალენსია – ყუბანი 1:1

სტ.გალენი – სუონსი 1:0

დინამო (ზაგრები) – ლუდოგორეცი 1:2

პსვ – ჩერნომორეცი 0:1

ზალცბურგი – ესბიერგი 3:0

სტანდარდი – ელფსბორგი 1:3

ვარეგემი – რუბინი 0:2

მარიბორი – უიგანი 2:1

ფიორენტინა – დნიპრო 2:1

პანდური – პაკოში 0:0

აინტრახტი – აპოელ–ი 2:0

მაკაბი (თელ ავივი) – ბორდო 1:0

დინამო (კიევი) – რაპიდი 3:1

თუნი – გენკი 0:1

ფრაიბურგი – სევილია 0:2

ესტორილი – სლოვანი 1:2

ბეტისი – რიეკა 0:0

გიმარაეში – ლიონი 1:2

აპოლონი – ლეგია 0:2

ლაციო – ტრაბზონსფორი 0:0

შერიფი – ტრომსო 2:0

ტოტენჰემი – ანჟი 4:1

პაოკ–ი – ალკმაარი 2:2

მაკაბი (ჰაიფა) – შახტიორი 2:1

 

A ჯგუფი

1. ვალენსია 6 4 1 1 12:7 13
2. სუონსი 6 2 2 2 6:4 8
3. ყუბანი 6 1 3 2 7:7 6
4. სტ.გალენი 6 2 0 4 6:13 6

 

B

1. ლუდოგორეცი 6 5 1 0 11:2 16
2. ჩერნომორეცი 6 3 1 2 6:6 10
3. პსვ 6 2 1 3 4:5 7
4. ზაგრები 6 0 1 5 3:11 1

 

C

1. ზალცბურგი 6 6 0 0 15:3 18
2. ესბიერგი 6 4 0 2 8:8 12
3. ელფსბორგი 6 1 1 4 5:10 4
4. სტანდარდი 6 0 1 5 6:13 1

 

D

1. რუბინი 6 4 2 0 14:4 14
2. მარიბორი 6 2 1 3 9:12 7
3. ვარეგემი 6 2 1 3 4:10 7
4. უიგანი 6 1 2 3 6:7 5

 

E

1. ფიორენტინა 6 5 1 0 12:3 16
2. დნიპრო 6 4 0 2 11:5 12
3. პაკოში 6 0 3 3 1:8 3
4. პანდური 6 0 2 4 3:11 2

 

F

1. აინტრახტი 6 5 0 1 13:4 15
2.

მაკაბი თ.

6 3 2 1 7:5 11
3. აპოელ–ი 6 1 2 3 3:8 5
4. ბორდო 6 1 0 5 4:10 3

 

G

1. გენკი 6 4 2 0 10:5 14
2. დინამო კ.  6 3 1 2 11:7 10
3. რაპიდი 6 1 3 2 8:10 6
4. თუნი 6 1 0 5 3:10 3

 

 

H

1. 6 3 3 0 9:4 12
2. ლიბერეცი 6 2 3 1 9:8 9
3. ფრაიბურგი 6 1 3 2 5:8 6
4. ეშტორილი 6 0 3 3 5:8 3

 

 

I

1. ლიონი 6 3 3 0 6:3 12
2. ბეტისი 6 2 3 1 3:2 9
3. გიმარაეში 6 1 2 3 6:5 5
4. რიეკა 6 0 4 2 2:7 4

 

 

J

1. ტრაბზონსფორი 6 4 2 0 13:6 14
2. ლაციო 6 3 3 0 8:4 12
3. აპოლონი 6 1 1 4 5:10 4
4. ლეგია 6 1 0 5 2:8 3

 

 

K

1. ტოტენჰემი 6 6 0 0 15:2 18
2. ანჟი 6 2 2 2 4:7 8
3. შერიფი 6 1 3 2 5:6 6
4. ტრომსო 6 0 1 5 1:10 1

 

 

L

1. ალკმაარი 6 3 3 0 8:4 12
2. პაოკ–ი 6 3 3 0 10:6 12
3. მაკაბი ჰ. 6 1 2 3 6:9 5
4. შახტიორი 6 0 2 4 5:10 2


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.32715