ფეხბურთი

20:28 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ევროპაში საუკეთესოს პრეტენდენტები: მესი, რიბერი და რონალდუ

უეფას ვერსიით 2012-2013 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ლიონელ მესი, ფრანკ რიბერი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებენ. ამის შესახებ, უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

უეფაში შემავალი ასოციაციების ჟურნალისტებმა ყველაზე მეტი ხმა სწორედ ხსენებულ სამეულს მისცეს.

საუკეთესო მოთამაშის გამოვლენის ფინალური ტური 29 აგვისტოს მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის კენჭისყრის დროს ჩატარდება. 

სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით, ჟურნალისტები პრეტენდენტებს ხმას პირდაპირ ეთერში მისცემენ.

განვლილ სეზონში, მესიმ “ბარსელონასთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და პრიმერა დივიზიონში 46 გოლი გაიტანა.

რიბერიმ, მიუნხენის “ბაიერნის” მიერ ჩემპიონთა ლიგის, გერმანიის ჩემპიონატისა და თასის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა.

რონალდუ, 12 გატანილი გოლით 2012-2013 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

0.118377