3 თებერვალს, ბარსელონაში, ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა გაიმართება. ძველი კონტინენტის 28 ქვეყნის ნაკრებთან ერთად კენჭისყრაში მონაწილეობას საქართველოც მიიღებს და შესაბამისად, იმ მეტოქეების ვინაობას შევიტყობთ, რომელთა წინააღმდეგაც მოგვიწევს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლა.
ფინალური ეტაპის 8 საგზური დაკავებულია. 7 მათგანი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მონაწილეებს ეკუთვნით, რომლებმაც მუნდიალზე ასპარეზობის უფლება, თავის მხრივ, ევრობასკეტ-2013-ზე წარმატებული თამაშით დაიმსახურეს.
ესენი არიან სლოვენიაში შარშან გამართული ევროპირველობის ჩემპიონი საფრანგეთი, პრიზიორები – ლიტვა და ესპანეთი, ასევე მომდევნო ადგილებზე გასული ხორვატია,
დღესდღეობით, ევრობასკეტ-2015-ის შესარჩევი ეტაპისთვის 29 ნაკრებია (ავსტრია, ბელარუსი, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია, მაკედონია, ფინეთი, საქართველო, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლუქსემბურგი, ჩერნოგორია, ჰოლანდია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი) რეგისტრირებული, თუმცა ეს რიცხვი უთუოდ შემცირდება. საქმე ის გახლავთ, რომ კენჭისყრამდე 2 დღით ადრე ფიბა იმ ნაკრებთა ვინაობას გამოაცხადებს, რომლებიც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე “უაილდ ქარდით” დაიშვებიან.
ფიბა-ს უკვე შერჩული ჰყავს ის ნაკრებები, რომელთაგან სავარაუდოდ ოთხს მსოფლიოს პირველობის საგზურით დააჯილდოვებს. ესენი არიან: ბოსნია-ჰერცეგოვინა, გერმანია, საბერძნეთი, რუსეთი, პოლონეთი, ფინეთი, ისრაელი, იტალია და თურქეთი.
შესაბამისად, ამ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ევრობასკეტ-2015-ის შესარჩევ ტურნირს ისინი გამოაკლდებიან, რომლებიც ფიბა-სგან მსოფლიო პირველობის “უაილდ ქარდებს” დაიმსახურებენ.
მაშ ასე, 2014 წლის 3 თებერვალს, ბარსელონაში დაგეგმილი კენჭისყრის შემდეგ ცნობილი გახდება ევრობასკეტ 2015-ის შესარჩევი ტურნირის ჯგუფები და შესაბამისად, შევიტყობთ, თუ რომელ ნაკრებებთან მოგვიწევს ბრძოლა კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მესამედ მოსახვედრად.
www.gbf.ge