ფეხბურთი

15:41 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევრო-2020-ის მასპინძელი ქალაქები ცნობილია

 ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის 13 მასპინძელი ქალაქი გამოავლინა.

უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი 13 პაკეტში გადანაწილდა.

ნახევარფინალურ და ფინალურ მატჩებს ლონდონი (ინგლისი) უმასპინძლებს.

მეოთხედფინალურ და ჯგუფური ეტაპის მატჩების ნაწილს შემდეგი ოთხი ქალაქი უმასპინძლებს: მიუნხენი (გერმანია), ბაქო (აზერბაიჯანი), სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი), რომი (იტალია).

მერვედფინალისა და ჯგუფური ეტაპის მატჩების დანარჩენი ნაწილი კი რვა ქალაქში გაიმართება: კოპენჰაგენი (დანია), ბუქარესტი (რუმინეთი), ამსტერდამი (ჰოლანდია), დუბლინი (ირლანდია), ბილბაო (ესპანეთი), ბუდაპეშტი (უნგრეთი), ბრიუსელი (ბელგია), გლაზგო (შოტლანდია),

აქვე შეგახსენებთ, რომ ტურნირის ჩატარების სურვილს ევროპის 19 ქვეყნის ქალაქი აცხადებდა და საბოლოოდ მასპინძლობის უფლება 6 ქალაქმა ვერ მოიპოვა, ესენი არიან: მინსკი (ბელარუსი), სოფია (ბულგარეთი), სკოპიე (მაკედონია), იერუსალიმი (ისრაელი), სტოკჰოლმი (შვედეთი) და კარდიფი (უელსი).

გიორგი ბალახაძე

თეგებიევრო-2020.უეფა
0.114464