“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა პატრის ევრამ ტურინის “იუვენტუსში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის შესახებ Lა შტამპა იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, 33 წლის ფრანგი ტურინში პარასკევს ჩაფრინდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. საგულისხმოა, რომ ვეტერან მარცხენაფლანგელს “მანჩესტერთან” კონტრაქტი ივნისში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ამგვარად, “ბებერი სინიორა” მცველს ხელში უსასყიდლოდ ჩაიგდებს.
რამდენადაც ცნობილია, “იუვენტუსი” ევრასთვის 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.