ინგლისურ “ევერტონს” ჟერარ დეულოფეუს დაბრუნება სურს – იუწყება Daily Express-ი.
ახალგაზრდა შემტევი “ბარსელონამ” “სევილიაში” გაანათხოვრა, თუმცა ჯერჯერობით ჟერარს “დალაქების” რიგებში თამაში არ უწევს. ამის გამო, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა შესაძლოა დეულოფეუს სხვა კლუბში განათხოვრებაზე დაფიქრდეს.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ვინგერი “ევერტონში” გასულ სეზონში თამაშობდა იჯარით და 29 შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა.
ირაკლი ალიმბარაშვილი