ფეხბურთი

21:23 | 2.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონმა" ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

 

ლივერპულის "ევერტონმა" "დონსიდან" 18 წლის მცველი ბრენდან გალოვეი დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს.

ახალგაზრდა მცველი ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია. გალოვეიმ "ევერტონთან" ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და თავდაპირველად კლუბის 21-წლამდელთა გუნდში ითამაშებს.

გალოვეი "დონსის" შემადგენლობაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მთავარი გუნდის მაისურით, ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. 2011 წელს, 15 წლის ასაკში, ინგლისის თასზე "ნანტვიჩ თაუნის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

გალოვეი წარმოშობით ზიმბაბვედანაა. გასულ სეზონში მან "დონსის" მაისურით 17 შეხვედრა ჩაატარა.

გიორგი ბალახაძე

0.118261