ფეხბურთი

13:22 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონმა” ფელაინი და ბეინსი 28 მილიონად არ დათმო

“მანჩესტერ იუნაიტედი” ლეიტონ ბეინსისა და მარუან ფელაინის სანაცვლოდ “ევერტონს” 28 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობდა, მაგრამ მერსისაიდელთაგან უარი მიიღო. ამის შესახებ Liverpool Echo იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “მანჩესტერი” ფელაინიში 16 მილიონს იხდიდა, ბეინსში – 12 მილიონს. რა გასაკვირია, რომ ტრანსფერების ინიციატორი “ევერტონის” ყოფილი დამრიგებელი დევიდ მოიესი გახლდათ. ლივერპულელთა ხელმძღვანელობამ ღიად განაცხადა, რომ კლუბი ლიდერების დაკარგვას არ გეგმავს.

ცნობისათვის, ბეინსმაც და ფელაინიმაც “ნორვიჩთან” ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში (2:2) მოედანზე დრო სრულად დაჰყვეს.

 

0.117784