ფეხბურთი

11:44 | 31.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონი” რანგნიკს და პერეირას დაუკავშირდა

 

გელზენკირხენის “შალკესა” და “ჰოფენჰაიმის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი რალფს რანგნიკი, ასევე პორტუგალიური “პორტოს” დამრიგებელი ვიტორ პერეირა, ლივერპულის “ევერტონის” თავკაცის პოსტზე შესაძლო კანდიდატებად ითვლებიან.

ინგლისელები დევიდ მოიესის შემცვლელს ეძებენ, რომელმაც ლივერპულულ კლუბში გატარებული 11 სეზონის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” წინადადება მიიღო და ალექს ფერგიუსონს შეცვლის. ინგლისური პრესისა და ბუქმეიქერების ვერსიით, “ევერტონს” რობერტო მარტინესი ჩაიბარებს, რომელიც “უიგანიდან” მიდის. მაგრამ ევერტონელთა მფლობელმა ბილ კენრაიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები სხვა კანდიდატურებთანაც მიმდინარეობს.

Sky Sports-ის აზრით, ერთ-ერთი მათგანი 2011 წელს გერმანის თასისა და სუპერთასის მომგები რალფ რანგნიკია. წყაროს ინფორმაციით, “ევერტონის” წარმომადგენლები  54 წლის გერმანელ სპეციალისტს უკვე შეხვდნენ, თუმცა, მოლაპარაკების შინაარსი უცნობია.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ლივერპულელთა წარმომადგენლები “პორტოს” 44 წლის დამრიგებელ ვიტორ პერეირასაც შეხვდნენ და ერთ-ერთ კანდიდატად ისიც მოიაზრება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124774