ლივერპულის “ევერტონს” ლისაბონის “სპორტინგის” გარემარბის – ჟეფრენ სუარესის შეძენა სურს. A Bola-ს ცნობით, მერსისაიდელები კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველის გადაბირებას სეზონის ბოლოს ეცდებიან.
საგულისხმოა, რომ ზამთრის სატრანსფერო სეზონში, ჟეფრენის ხილვით “ლივერპულიც” იყო დაინტერესებული, მაგრამ გარიგება არ შედგა. ახლა, საქმეში მეორე მერსისაიდული კლუბი ჩაერთო. ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები, უცნობია.
ცნობისათვის, პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, ჟეფრენმა 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.
.